ადამიანები

benno

ბენო ვურჰემი
(Waiting in the Margins-ის ქორეოგრაფი და პროდიუსერი)

მას შემდეგ რაც განათლება მიიღო ამსტერდამის SNDO-ში, მან მუშაობა დაიწყო როგორც დამოუკიდებელმა მოცეკვავემ და ცეკვების დამდგმელმა, ახორციელებდა რა მთელ რიგ პროექტებს მოცეკვავეებთან მთელს ევროპაში. 1995 წლიდან ბენო ინტენსიურად მუშაობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ატარებდა ვორქშოფებს, ახორციელებდა ცეკვების დადგმებს და ერთობლივ პროექტებს. ბენომ განახორციელა რამოდენიმე წარმატებული სპექტაკლი ბავშვებთან და ახალგაზრდებთან. ბენო ჩართული იყო შვედეთში ფესტივალ DIP-ის ორგანიზებაში (თანამედროვე ცეკვის თეატრში) და განახორციელა რამოდენიმე კონფერენცია ცეკვის მასწავლებლებისთვის და პროექტები აღმოსავლეთ ევროპაში.

www.bennovoorham.com

Marta Tabukashvili   

მართა თაბუკაშვილი (საქართველო)

პროექტის ორგანიზატორი საქართველოში

დაიბადა და ცხოვრობს საქართველოში. დაამთავრა თბილისის სამხატრო აკადემია, მუშაობს წიგნის დიზაინრად და თანამშრომლობს სხვადასხვა გამომცემლობებთან. 2003 ფონდი TRAM-ის დამფუძნებელი. რომელიც ემსახურება თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციას,  ახორციელებს არტ ღონისძიებებს და არის არტ პროექრების კურატორი.

2014 წლიდან არის საერთაშორისო პროექტი „საზღვრებთან მოლოდინში“ ორგანიზატორი საქართველოს მხრიდან.

www.tram.ge

 Sophie Bagauri

სოფო ბაგაური (საქართველო)
პროქტრის კურატორი საქართველოში

 დაიბადა და ცხოვრობს საქართველოში. ამერიკაში განათლების მიღების შემდეგ, სოფო დაბრუნდა საქართველოში და ჩართულია სხვა და სხვა ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაში.
2015 წლიდან არის პროექტ „საზღვრებთან მოლოდინში“ კურატორი.

 

pipsa

პიპსა პერენ
პროექტის ცექკვის პედაგოგი საქართველოში)

 პიპსა პერენ პუკა არის მოცეკვავე და ქორეოგრაფი, რომელმაც განათლება მიიღო Doch-ში (შვედეთის ცეკვისა და ცირკის აკადემია) და SNDO-ში ამსტერდამი. მას შემდეგ, რაც მუშაობდა თავისუფალ და დამოუკიდებელ მოცეკვავედ, დაიწყო ბავშვების და ახალგაზრდების წვრთნა მოძრაობაში და შემოქმედებით პროცესებში. პიპსა ჩართულია რამოდენიმე სათემო ხელოვნების პროექტში სტოკჰოლმში, ასევე მუშაობს სხვადასხვა წარმპმავლობის, კულტურის და ეთნიკური ჯგუფების ადამიანებთან.

madelene

მედელინ მეკმანი (შვედეთი)
(პროექტის არქიტექტურული პედაგოგი სქართველოში)

მედელინ ბეკმანი არის არქიტექტურის პედაგოგი და არქიტექტურისა და დიზაინის შვედეთის ცენტრში სამუზეუმო პედაგოგი 2002 წლიდან. ამზადებს ვორქშოფებს, ლექციებს და პედაგოგიურ პროგრამებს და საერთაშორისო ღონისძიებებს ისევე, როგორც ფენების კურატორობას. სწავლობდა მშენებლობასა და ინტეგრალურ კონსერვაციას გოტებორგის უნივერსიტეტში. იგი PLAYCE (არქიტექტურული განათლების საერთაშორისო ასოციაცია) საბჭოს დამფუძნებელი წევრია. ადრე მუშაობდა შვედეთის ტექნოლოგიათა მუზეუმში და შვედეთის ტელეკომუნიკაციის მუზეუმში.

daniil_belkin

დანიილ ბელკინი (უკრაინა)
(პროექტის მოცეკვავე საქართველოში)

 დანიილ მუშაობს როგორც მოცეკვავე, ქორეოგრაფი და პედაგოგი. მან თვისი განათლება, როგორც მოცეკვავემ მიიღო დნეპროპეტროვსკში ჯგუფ ”სხვა ცეკვები” და ასევე იყო მოცეკვავე და ქორეოგრაფი «Potoki» თეატრში (2002-2010), იყო ქორეოგრაფი დნეპროპეტროვსკის სახელმწიფო ცირკში. 2002 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და ფესტივალებში: «მეფეები და დედოფლები და სხვა უფროსები» (უკრაინა-შვედეთი-ბელორუსია-მოლდავეთი), «კავშირები» (უკრაინა-მოლდავეთი), «მარტივი რაღაცეები» (უკრაინა-მოლდავეთი), «თავისუფალი ცეკვა» (უკრაინა-საფრანგეთი), «Ukraine is point G» (უკრაინა), «სახლი» (უკრაინა-შვედეთი-ბელორუსია-მოლდავეთი), «4 ხელში» (უკრაინა-ბელორუსია).

alexandra_soshnicova

ალექსანდრა სოშნიცოვა (მოლდავეთი)
(პროექტის მოცეკვავე საქართველოში)

ალექსანდრა როგორც ორგანიზატორი აკეთებს ადგილობრივ და საერთაშორისო პროეტქბს, თანამედროვე ცეკვის ფესტივალს მოლდავეთში და იგი ქორეოგრაფია ცეკვის ჯგუფ ”ხმების”. ალექსანდრა 2000 წლიდან მოყოლებული ცეკვის ფესტივალის თანაორგანიზატორია, რომელიც ხორციელდებოდა სოროსის ფონდის, ECF, Pro Helvetia, შვედური ინსტიტუტის და სხვა დამფინანსებლების მხარდაჭერით.
ალექსანდრა არის ქორეოგრაფი, მოცეკვავე და ADDM (მოლდავეთის თანამედროვე ცეკვის განვითარების ასოციაცია) ვიცე პრეზიდენტი.

Sergey_Golovnea

სერგეი გოლოვნა (მოლდავეთი)
(პროექტის მოცეკვავე საქართველოში)

სერგეი გოლოვნა მუშაობს როგორც ქორეოგრაფი და მოცეკვავე-პერფორმერი. იგი გახლავთ მოლდავეთის თანამედროვე ცეკვის განვითარების ასოციაციის წევრი ADDM. სერგეი მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებში, როგორც ქორეოგრაფი მთელი რიგი ჯგუფებისთვის და იყო თანაორგანიზატორი სხვადასხვა ცეკვის ფესტივალების მოლდავეთში. ცეკვა და მოძრაობა მისი გამოხატვის ბუნებრივი ენაა .

Nino_Mitaishvili

 ნინო მითაიშვილი (საქართველო)
(პროექტის მსახიობი საქართველოში)

ნინო დაიბადა თბილისში, საქართველოს რესპუბლიკა. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი. ნინო მსახიობად მუშაობდა ”თეატრალურ სარდაფში”. ამჟამად მუშაობს მუსიკისა და დრამის თეატრში. ნინო ასევე მუშაობს სატელევიზიო და სხვადსახვა პროექტებში.

abdalla_omari

აბდალა ომარი
პროექტის ვიზუალური ხელოვანი საქართველოში

– სირიელი მხატვარი და კინორეჟისორი – დაიბადა დამასკოში, 1986 წელს. 2009 წელს, დამასკოს უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურისა და ადჰამ ისმაილის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტების დასრულების შემდეგ, გააგრძელა მოღვაწეობა როგორც მხატვარმა. მას წარმოადგენს დამასკოში კარგად ცნობილი გალერეა KAMEL Art. აბდალას ნახატები და ფილმები მრავალ გამოფენაზე, აუქციონსა თუ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი: სირიაში, ლიბანში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საქართველოში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. 2012 წლის დასაწყისში, მის შემოქმედებას უმასპინძლა დუბაის აიამის აუქციონმა, სადაც მისმა თვალისმომჭრელმა ნამუშევრებმა დიდი ყურადღება მიიპყრო და საწყის ფასზე მეტად გაიყიდა. საქართველოში აბდალა ომარი 2012 წელს ჩამოვიდა, სადაც, თემაზე ბავშვები და ომი, თავის პერსონალურ გამოფენაზე მუშაობა გააგრძელა. „ემოციით სავსე“ კომპოზიციები გადმოცემენ რთულ ფსიქოლოგიურ განწყობებს. ამავდროულად, ფერწერის მანერისა და რეალისტური გამოსახულების საშუალებით, ინარჩუნებენ თვალსაჩინო მიმზიდველობას.

 

http://www.abdallaomari.com

ana 

ანა კურტუბიძე
(პროექტის მსახიობი საქართველოში)

ანა კურტუბიძე ქართველი მსახიობია. მას შემდეგ რაც დაასარულა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის მსახიობის სპეციალობა მუშაობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში. იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში, როგორც მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი.
ანა მონაწილეობდა სატელევიზიო სერიალ ”შუა ქალაქში”. იგი ასევე მონაწილეობდა სატელევიზო კონკურს ჯეოსტარში. ამჟამად მუშაობს ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში

ekaterine

ეკატერინე დემეტრაძე (საქართველო)
(პროექტის მსახიობი საქართველოში)

ეკატერინე დემეტრაძე ქართველი მსახიობია. მას შემდეგ რაც დაასრულა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის მსახიობის ფაკულტეტი იგი მუშაობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში. იგი მინაწილეობდა სხვადასხვა სპექტაკლებში, როგორც მსახიობი და მოცეკვავე. ეკატერინე ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, როგორც მთარგმნელი და რეჟისორის ასისტენტი.

nadia_t 

ნადია წულუკიძე დაიბადა საქართველოში. მუსიკალური განათლების მიღების შემდეგ გერმანიაში თანამედროვე ცეკვას ეუფლებოდა. 2004 წელს დაბრუნდა სამშობლოში, სადაც შეუდგა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობას და სოფო ტაბატაძესთან ერთად დააარსა მულტიმედიური პერფორმანსის ჯგუფი „ხინკალი juice“.2010 წელს ამსტერდამში თეატრალური მაგისტრატურის დამთვარების შემდეგ იგი მოღვაწეობს როგორც პერფორმერი და რეჯისიორი ევროპაში და საქართველოში.

sybrig_dokter

სიბრიგ დოქტერი
(პროექტის ქორეოგრაფი უკრაინაში, Waiting in the Margins-ის პროდიუსერი)

სიბრიგი მუშაობს როგორც ქორეოგრაფი და პერფორმერი თანამედროვე ცეკვაში, ვიზუალურ ხელოვნებასა და თანამედროვე თეატრში. მას თავისი გამოცდილება აქვს ფიზიკურ, ქორეოგრაფიულ სხეულში, მაგრამ მისი ნამუშევრები მთელი რიგი მასალის მანიფესტია. მისი წარმოდგენები და პედაგოგიური გამოცდილება გაზიარებული იყო ბალტიის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდავეთში, სერბიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუსეთში, სკანდინავიაში და დიდ ბრიტანეთში. ბენო ვურჰემთან ერთად მან დააფუძნა ლავა-პროდაქშენი 1997 წელს.
რჩეული ნამუშევრები და პროექტები: მჯერა (რაღაცა ხდება), ფესტივალზე:Display. 4 ვიდეო ნამუშევარი, ცირკულაცია I – IV, ლვოვი(ინგრიდ კონთან, სერგეი პეტლიუკთან და ვლოდ კაუფმანთან თანამშრომლობით). მანუსკრიპტი დოდო:MOU Koreografiska Konstitutet-ეს ინიციატივით. Farfrom, კომპოზიტორ ან როზენთან თანამშრონლობით. თეთრი თეთრზე, კინო ცეკვა 10 მოცეკვავის მონაწილეობით წარმოდგენილი სუპერმარკეტ არტფეარზე 2010 წელს.
პერფორმერი For Your Eyes Only -ში დადგმა პეტერ სტამერის. პერფორმერი Trafo-ში მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რეჟისორი პოლ ჰორნი, ვენა. უკრაინა/მოლდავეთის ტანდემი, როგორც კულტურის მენეჯერი ECF და MitOst ინიციატივა.

www.sybrigdokter.com

Nadja_Voorham

ნადია ვურჰემი
(პროექტის ვიზუალური ხელოვანი უკრაინაში)

ხელოვანი ნადია ვურჰემი დაიბადა ნიდერლანდებში და გაიზარდა შვედეთში. ამჯერად ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამში, სადაც მან 2012 წელს დაამთავრა ჰერიტ რიტველდის აკადემიის აუდიო ვიზუალური ფაკულტეტი. მისი ნამუშევრები გარკვეულწილად ზღვარზეა ტექსტს, ფოტოგრაფიას და პერფორმანს შორის.
საკუთარი შემოქმედებითი პრაქტიკის საფუძვლად იღებს ადამიანთა ურთიერთქმედებას, რიტუალებს და მათი შემადგენელი ნაწილების სინთეზს. ქმედებების განმეორებანი და გამეორებების ხარჯზე იგი ხაზს უსვამს ადამიანთა შორის დისტანცირებას და ამით მათში ინტიმურობის კატალიზირებას ახდენს.
ნადიას ჰქონდა გამოფენები ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ნიდერლანდები, პორტუგალია, შვედეთი და ინგლისი.

 

www.nadjavoorham.com

Кateryna.R 

კატერინა რადჩენკო (უკრაინა)
(პროექტის ორგანიზატორი უკრაინაში)

დაიბადა და ცხოვრობს ქალაქ ოდესაში, უკრაინა. 2009 წლიდან კატერინამ შექმნა არტ თრაველი, არასამთვრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს არტ ღონისძიებებს და არტ პროექტების კურატორობას. ის აქტიურობს როგორც ვიზუალური ხელოვანი და კითხულობს ლექციებს” თანამედროვე ფოტოგრაფიის თეორია”. კატერინა კურატორობდა უკრაინულ-შვედურ პროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა შვედეთის ინსტიტუტი 2006-2007 წლებში. 2009 წლის ივნისიდან არტ თრაველი ერტერთი პარტნიორი იყო საერთაშორისო არტ პლატფორმის მდინარეები//ქალაქები”.
2010 წლის სექტემბერი ფოტო პროექტი ”საზღვრებს გარეშე” საერთაშორისო პროექტ ზღვები X (თურქეთი, საქართველო) ფარგლებში.

 

www.artmandry.com

evgen 

ევგენი ჩერვონი (უკრაინა)
(პროექტის ორგანიზატორი უკრაინაში)

ევგენი ჩერვონი, ლვოვის ფოლკ არქიტექტურის და რურალური ცხოვრების მუზეუმის დირექტორის მოადგილეა.
მისი მოვალეობა მუზეუმში, მუზეუმის პოპულარიზაციაა, პარტნიორებთან თანამშრომლობა და ღონისძიებათა მენეჯმენტი. მის ინტერესბშია თანამედროვე სამუზეუმო კვლევა. ევგენიმ მიიღო სტიპენდია სმიტსონიანის ინსტიტუტიდან და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (Washington DC, USA). მას მიღებული აქვს ევროპის კულტურის ფონდიდან კულტურის მენეჯერის სერთიფიკატი. იგი ქალაქ ლვოვის 2025 სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრია.