LAVA-დანსპროდაქშენი 1997 წლიდან ჩართულია მთელ რიგ სასწავლო და საშემსრულებლო პროექტებში შვედეთში და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ამ პროექტებში ჩვენ ვთანამშრომლობდით მოცეკვავეებთან, მსახიობებთან და ფიზიკური თეატრის წარმომადგენლებთან. მრავალ ქვეყანაში რეგულარულად უკან დაბრუნების დროს ჩვენ გვიწვევდნენ ჩვენი ნამუშევრების ჩასატანად, ჩვენ ვაგებდით ურთიერთობებს და თანამშრომლობას მოცეკვავეებთან და ხელოვანებთან, რასაც ვინარჩუნებთ მრავალი წლის განმავლობაში.

www.lavadans.com

www.theprojecthome.org

 

TRAM logo

TRAM  შესახებ

ორგანიზაციის მისია:

TRAM (Transform Art Module) ფონდი – საქართველოს, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწეობის.  მან დაიწყო არსებობა  არაფორმალური ჯგუფის სახით, რომელიც აერთიანებდა რიგ მხატვრებს და ცდილობდა კულტურული ღონისძიებების მოწყობით ინოვაციური იდეების და შემოქმედებითი პლატფორმების ხელშეწყობას.

TRAM დაინტერესებულია საზღვრების გაფართოებაში, ალტერნატიული ახალი ხელოვნების სივრცეების შექმნაში გარდა უკევ არსებული მუზეუმების, გალერეების, თეატრები და სხვა სივრცეების. ცდილობს გამოიყენოს სხვა საზოგადოებრივი სივრცეები.  

www.tram.ge

 

 

3

არტ თრაველი (არასამთვრობო ორგანიზაცია)

ეს გახლავთ დამოუკიდბელი არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს უკრაინის ორ ქალაქში კიევსა და ოდესაში, და ფუნქციონირებს როგორც რეგიონალური და საერთაშორისო გაცვლების პორტი. ჩვენი გუნდი ხვდება  როგორც ახალგაზრდა ასევე უფროსი თაობის ხელოვანებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენენ. 2013  წელს არტ თრაველი თანამშრომლობდა ლავა-დანსპროდაშენთან პროექტ ”სახლის” ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ბილგოროდ-დნისტროვსკში და ტურნეში იყო მთელს უკრაინაში.

www.artmandry.com

 

4

ფოლკ არქიტექტურისა და რურალური ცხოვრების მუზეუმი
 
ფოლკ არქიტექტურისა და რურალური ცხოვრების მუზეუმი ლვოვში მნახველთა რიცხვით  ერთერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია რეგიონში, იგი მნახველებს აცნობს ფოლკ არქიტექტურას, ფოლკ ცხოვრებას და დასავლეთ უკრაინის ეთნიკური ჯგუფების აუთენტურ ფოლკ ხელოვნებას. მუზეუმის საქმიანობაა კოლექციების კონსერვაცია და ტრადიების ინტერპრეტაცია, უფრო მეტიც მათი წარმოდგენა სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების დროს. მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უცხოურ ორგანიზაციებთან როგორიცაა იუნესკო, Riksantikvaren (ნორვეგია),  Maihaugen (მუზეუმი ღია ცის ქვეშ) იმისთვის რომ მოხდეს გამოცდილების გაზიარება და კულტურის  საერთაშორისო გატანა.

www.lvivskansen.org

 

5

შვედეთის არქიტექტურის და დიზაინის ცენტრი

შვედეთის არქიტექტურის და დიზაინის ცენტრის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს  არქიტექტურის, დიზაინის და მდგრადი ურბანული განვითარების პლატფორმა, ასევე იზრუნოს სამეცნიერო პროცესზე და მის განვითარებაზე ახალი შენაძენებისა და კოლექციების განვითარების ხარჯზე.

www.arkdes.se

 

 

Financial support by:

 

6

შვედეთის საპოსტო ლატარეა

შვედეთის საფოსტო ლატარეა, ერთერთი ყველაზე პოპულარული ლატარეაა შვედეთში, რომელიც მილიონობით ბილეთს ათამაშებს. ლატარეის ხედვაა, რომ შეიტანოს გარკვეული წვლილი უკეთესი სამყაროს შესაქმნელად ადამიანებისთვის პლანეტაზე, თავისი მოგების დახარჯვით თავისი ბენეფიციარების საშუალებით ქველმოქმედებაზე. შვედეთის საფოსტო ლატარეა ნაწილია გაერთიანებული საფოსტო ლატარეის, რომელიც მსოფლიოში თავისი სიდიდით მესამეა ქველმოქმედების საქმეში.

www.postkodlotteriet.se

 

7

შვედური ინსტიტუტი / SI

გახლავთ საჯარო სააგენტო რომლის მიზანიცაა შვედეთისადმი ინტერესის გაზრდა მთელს მსოფლიოში. SI ცდილობს დაამყაროს თანამშრომლობა და ხანგრძლივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან სტრატეგიული კომუნიკაციის და გაცვლების საფუძველზე კულტურის, განათლების და ბიზნესის სფეროში.

www.si.se