მინდორში მოლოდინისას

პროექტი “Waiting in the Margins” მიმართულია იმ ბავშვების მდგომარეობაზე რომლებიც ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში საქართველოში, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სამხრეთ ოსეთი, თავიანთ ოჯახებთან ერთად ეთნიკური წმენდის გამო 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ. მეთოდოლოგია რომელიც იქნება გამოყენებული, განვითარებული იყო პროექტ ”სახლის” დროს, ვორქშოფების ციკლი ცეკვაში, ფიზიკურ თეატრში და ვიზუალურ ხელოვნებაში მოეწყობა ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებიდან, ასევე სოციალური მუშაკებისთვის/კულტურის სფეროს წარმომადგენელთათვის, რომლებიც მუშაობენ ამ ბავშვებთან. 2015 წელს შეიქმნება სპექტაკლი ამ ბავშვების მონაწილეობით და ასევე მსახიობებით საქართველოდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან და ვიზუალური ხელოვანით სირიიდან. ეს წარმოდგენა იმოგზაურებს საქართველოში, მოლდავეთში და უკრაინაში. უკრაინაში ასევე იქნება წარმოდგენილი ვიდეო და ტექსტუალური მასალა პროექტიდან ”არქეოლოგიური სხეული” (უკრაინა), რომელიც საერთო პროექტის უკრაინული ნაწილია, სადაც ვორქშოფებისა და ინტერვიუების საფუძველზე ახალგაზრდებთან და ახალგაზრდა ხელოვანებთან, შეგროვდება იდეათა და მოლოდინების არქივი, რაც დაკავშირებულია ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე ცვლილებებთან. შეიქმნება პერფომატიული ინსტალაციები, რაც წარმოდგენილი იქნება ფართო აუდიტორიისთვის 2015 წლის სექტემბერში.

 

უკრაინა

საქართველო